ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. ზურაბ პატარაძეს მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მმართველ გუნდს კი საკანონმდებლო ორგანოში 9 წარმომადგენელი ჰყავს.