სიახლეები
ტერაქტი ნიცაში - გამოხმაურებები
ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს მსოფლიო ლიდერები

და ცნობილი პოლიტიკოსები ეხმიანებიან. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
“შეძრული და დამწუხრებული ვარ ნიცაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, ახლობლებთან და დაშავებულთანაა. ეს თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა  და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს. თუმცა ტერორიზმი ვერასდროს დაამრცხებს დემოკრატიას, თავისუფლებას და ჩვენს ღია საზოგადოებას. სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის ხალხს”, - ნათქვამია იენს სტოლტენებერგის განცხადებაში., რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მომხდარი ესპანეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და სხვა ქვეყნის პირველმა პირებმა უკვე დაგმეს. ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ მსოფლიოს  დიდ ქალაქებში. საფრანგეთის საელჩობთან მათ ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

Print