სიახლეები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი

ზურაბ პატარაძის კანდიდატურას აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

ზურაბ პატარაძეს  მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მმართველ გუნდს კი საკანონმდებლო ორგანოში 9 წარმომადგენელი ჰყავს, ამ წუთებში პატარაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს

12 ხმა  არც ერთის წინააღმდეგ.  აჭარის უმაღლესმა საბჭომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე აირჩია. მთავრობის შემადგენლობა კი  დღის ბოლოს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა  თავმჯდომარემ განუცხადა. პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე მთავრობის წევრების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

Print