საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგი განახლებული მონაცემები მიიღო, რის საფუძველზეც კიდევ ერთხელ მოხდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ინფორმაციის განახლება. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება სპეციალურ საიტზე შეეძლება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში პოტენციურ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260-ს შეადგენს.
მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადასცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა სიას