სიახლეები
ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთი
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი მგზავრები სამტრედიაში შესვლის გარეშე,

გაცილებით სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი ბაში-დაფნარის მონაკვეთი დღეს გაიხსნა.

ამ გზით  აღმოსავლეთ საქაერთველოდან დასვლეთის მიმარულებით და პირიქით, გადაადგილება სამტრედიაში დასახლებული პუნქტის გვერდის ავლით  ხდება. ჩქაროსნული მონაკვეთით მძღოლები დაზოგავენ დროს და საწვავს.

ჩქაროსნული ავოტომაგისტრალის ახალი მონაკვეთი  პრემიერმა რეგიონული განვითარების მინისტრთან ერთად გახსნა.

სამშენებლო სამუშაოები  იაპონიის საერთაშორის თანამშრომოლობის  სააგენტოს  დაფინასებით განხრციელდა. მოეწყო ხუთი ხიდი და გზაგამტარი.

წითელი ხიდიდან სარფამდე  450 კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობა 2020 წელს დასრულდება.

Print