სიახლეები
საარჩევნო პროგრამები და ამომრჩევლის ინტერესი
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი პრიორიტეტად გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიჩნია

. მსგავსი შედეგი ბოლო წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკითხვებშიც  დაფიქსირდა.

სამუშაო ადგილები, სოციალური პროგრამების ხელშეწყობა, ჯანდაცვის სისტემის განვითარება და განათლება - ეს გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობას ქვეყნის განვითარების პირობად მიაჩნია.   2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ისინი პოლიტიკოსებისგან სწორედ ამ საკითხების წინ წამოწევას ითხოვენ.

  • სამუშაო ადგილი, ჯანდაცვა, პენსია - რუბენ შელია
  • სოციალური პროექტების გაუმჯობესება - მერი ბარამია
  • ექიმების ანაზღაურება, საყოველთაო დაზღვევა - ნელი ცინცაძე
  • განათლება, გაცვლითები - ნათია ქესანაშვილი
  • უთანასწორობის მოსპობა - ტრისტან ხანიშვილი
  • დასაქმების პრობლემა რომ მოგვარდეს.. - გიორგი შეყილაშვილი

უმცირესობაში მოხვდა კულტურის ხელშეწყობაც. საზოგადოების ნაწილისთვის კულტურის სფეროს პრობლემები მხოლოდ გადაუჭრელი საკითხების შემდეგ მოდის.

არჩევნებამდე  სამი თვით ადრე საარჩევნო პროგრამა დასრულებული სახით მხოლოდ რამდენიმე პარტიას აქვს. უახლოეს დღეებში შესაძლოა რიგი  პოლიტიკური სუბიექტის პროგრამის პრეზენტაცია შედგეს, თუმცა საზოგადოების განწყობა განსხვავებულია, ისინი მხარდაჭერას მხოლოდ რეალური დაპირებებისთვის გეგმავენ.

Print