სიახლეები
სალომე ჩარკვიანი თავისუფლების მოლოდინში

 

სალომე ჩარკვიანი საპატიმროს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს.

პროკურატურამ სასამართლოს საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობით მიმართა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდების მხარემ გაითვალისწინა ის, რომ ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება.

წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია.

 

 

 

Print