სიახლეები
მრავალსულიანი ოჯახი საცხოვრისს ითხოვს
მაღლაფერიძეების 5 შვილიანი ოჯახი წლებია გაუსაძლის პირობებში ვაგონში ცხოვრობს.

ვაგონის სახურავი დაზიანებულია. მშობლების სურვილი შვილები უსაფრთხო გარემოში გაზარდონ ჯერჯერობით განუხორციელებელია. ოჯახმა ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა ბათუმის მერია უპირობოდ საცხოვრებელი ფართით იმ ოჯახებს აკმაყოფილებს, რომლებსაც  7 ან მეტი შვილი ჰყავთ.

სწორედ ეს კრიტერიუმი გახდა სოციალურად დაუცველი  ოჯახისთვის ერთადერთი იმედი და ოჯახის წევრთა რაოდენობის  გაზრდას აპირებენ. საცხოვრისის გაცემის კრიტერიუმებს გაუმართლებლად მიიჩნევს აარასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენის აპარატი.

Print