, კრების წევრთა უმეტესობამ მხარი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან დავით კინწურაშვილის გადადგომას დაუჭირა. კრების გადაწყვეტილება კულტურის სამინისტროს გადაეგზავნება. ხვალ სეზონის დახურვა იყო დაგეგმილი, თუმცა დასის წევრების თქმით, ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობას არ დატოვებს, სპექტაკლი გადაიდება. თვად დავით კინწურაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იმყოფება, მან დასის წევრებს სოციალურ ქსელში მიმართა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. ადმინისტრაციასა და დასს შორის მოლაპარაკებას მედიატორი აწარმოებდა, იმ შემთხვევაში, თუ სპექტაკლი ჩაიშლება, შესაძლოა დასის წევრებს ფულადი სანქციებიც დაეკისროთ.