რძისებრი, არაჟნისებრი, ხაჭოს მსგავსი - დახლებზე ასეთი სახის რძის პროდუქტებს ვეღარ შეხვდებით.
1 აგვისტოდან რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, ეტიკეტირების წესი სრულად იქნება დაცული. ახალი რეგულაციებით, ნაწარმზე, რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს, რძის პროდუქტის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება აიკრძალება. ბაზარზე მდგომარეობას სურსათის ეროვნული სააგენტო დაარეგულირებს - იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს ოპერატორები ეტიკეტირების წესს დაარღვევენ - დაჯარიმდებიან.
გამოიწვევს თუ არა ეს სიახლე რძის პროდუქტზე ფასის ცვლილებას და რა მდგომარეობაა სამომხმარებლო ბაზარზე - ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.