მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა.
საქართველოს მთავრობიოს მეთაურმა თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა. თავის მხრივ თურქეთის პრემიერ- მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოთქვა.
ორი ქვეყნის პრემიერ- მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ 19 ივლისს, ანკარაში, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა.