ამბოხებულები თავს ქვეყნის პრეზიდენტს სწორედ მარმარისის ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას დაესხნენ. ინტერნეტში თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრებიც გავრცელდა.
სტამბოლში დამატებით ათას 800-მდე სამხედროა შეყვანილი. სპეც დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ქალაქში გვიან ღამით ჩავიდნენ. ინ
ფორმაციას თურქული მედია ავრცელებს, სამთავრობო სტრუქტურებში აღნიშნულზე განხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
ქვეყნის მასშტაბით 60 000-ზე მეტი ადამიანია უკვე დაკავებული, მათ შორის პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში. პრეზიდენტმა ერდოღანმა საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით ცაზე პატრულირების ბრძანება გასცა.
დიდ ქალაქებში ამბოხების მცდლობის შემდეგ ქუჩებში დატოვებულ მძიმე ტექნიკას სამხედრო ბაზებზე აბრუნებენ.