სიახლეები
ვითარება ერევანში
სომხეთში გასულ ღამეს დაკავებული 200ი ეჭვმიტანილიდან 50-მდე ადამიანი უკვე გაათავისუფლეს.


ოპოზიციის წარმომადგენლები პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ ერევანში - თავისუფლების მოედანზე. ამ დრომდე გათავისუფლებული ეჭვმიტანილების დაკითხვა მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ კი ამბოხებულებმა მძევლად აყვანილი კიდევ  ერთი  სამართალდამცველი  გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელებმა  გუშინ ერევნის  გარე უბანში   პოლიციის  სამმართველოს შენობა  დაიკავეს  და  შიგნით მყოფი  რვა ადამიანი  მძევლად აიყვანეს. აჯანყებულები  ქვეყნის  პრეზიდენტის გადადგომას და დაკავებული ოპოზიციონერის ჟირაირ სეფილიანის   გათავისუფლებას ითხოვენ.

შეიარაღებულ პირებთან  სამართალ დამცველები   მთელი ღამის განმავლობაში   მოლაპარაკებებს  აწარმოებდნენ  - რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო
Print