ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის თურქეთს ამბოხების საქმის გამოძიებაში დახმარება აღმოუჩინოს.
ამის შესახებ საქართველოში ამერიკს ელჩმა განაცხადა. იან კელის თქმით, მისი ქვეყანა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას მტკიცედ უჭერს მხარს.
"სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესაუბრა მის კოლეგას თურქეთში. ასევე შესთავაზა, რომ ამ ვითარების გამოძიებას შეუწყოს ხელი. აშშ მტკიცედ აცხადებს, რომ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და იგი უარყოფს რაიმე სახის კავშირს განვითარებულ მოვლენებთან. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ჩატარდეს დეტალური, ღრმა გამოძიება, თუ ვინ არის ამ მოვლენების, ამ ამბოხების უკან. ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ თურქეთს ამ საკითხში", - განაცხადა იან კელიმ.