დავით კინწურაშვილს ბრალს პირობების შეუსრულებლობაში დებენ.
დასის ერთ- ერთი წევრი, სულხან გველესიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 2014 წელს, კინწურაშვილმა არჩევნები კარგი წინასაარჩევნო კამპანიით მოიგო, თუმცა თანამდებობის დაკავების შემდეგ მას ოპერისთვის არაფერი გაუკეთებია.
დავით კინწურაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბოლო დღეებია ადმინისტრაციასა და დასს შორის მოლაპარაკება, მედიატორის საშუალებით მიმდინარეობს.
როგორც მედიაციის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, დასს, პრეტენზია უშუალო ხელმძღვანელის გარდა არაფერზე აქვს.
ოპერის დასმა უარი განაცხადა სეზონის ბოლო სპექტაკლში მონაწილეობის მიღებაზე. როგორც მსახიობები ამბობენ, სპექტაკლი "აბესალომ და ეთერი" 23 ივლისს გაიმართება, როდესაც კინწურაშვილი თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. მანამდე კი უახლოეს დღეებში კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.