შსს-ს თანამშრომლებმა,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
საქმე ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, შურისძიების ნიადაგზე მომხდარ მკვლელობას.
ავთანდილ ანთაძეს, რომელიც აღნიშნული სროლის დროს დაიჭრა - ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ანთაძე წლების წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სროლის დროს დაჭრილი სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი - არჩილ მამაგეიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა
. მკვლელობის ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება ვალის გამო მოხდა.