სიახლეები
აჭარის მინისტრთა კაბინეტი დამტკიცებულია

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა.

საბჭომ კენჭი უყარა ზურაბ პატარაძის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს

. პოსტი ვერ შეინარჩუნეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრად რამაზ ბოლქვაძე,  ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლაშა კომახიძე წარადგინეს, რომელიც მანამდე  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი იყო.

კენჭისყრაში 19 დეპუტატი მონაწილეობდა. აქედან 12-მა  მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა, შვიდი კი წინააღმდეგი იყო.

 

Print