სიახლეები
პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიაში
საქართველოს პრეზიდენტი, სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში - ლიუბლიანას მერს, ზორან იანკოვიჩსაც შეხვდა.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2015 წელს, თბილისსა და ლიუბლიანას შორის დაძმობილების ხელშეკრულების განახლებული ხელმოწერის შემდეგ, დედაქალაქებს შორის ურთიერთობა უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც ურთიერთობების განვითარებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - სლოვენიის მეგობრობის ნიშნად, ლიუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე სკვერში, სიმბოლურად „მეგობრობის სკამი“ გაიხსნა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ლიუბლიანას ისტორიული უბნები დაათვალიერა.

Print