მედიკოსების თქმით, მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქალაქ ვიუერსბურგში მატარებელში ავღანელი მიგრანტი მგზავრებს თავს დაესხა და ნაჯახით ჭრილობები მიაყენა.
17 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე გაანეიტრალა. ადგილობრივი მედიის ცნობით ავღანელი ლტოლვილის საცხოვრებელ სახლში დაჯგუფება „ისალამური სახელმწიფოს“ დროშა და სხვადასხვა სიმბოლიკა აღმოაჩინეს.