სომხეთის დედაქალაქში პოლიციასა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის მორიგი შეტაკება გუშინ საღამოსაც მოხდა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის ლიდერების მოწოდებით ხალხი მოვლენათა ეპიცენტრისკენ დაიძრა.
სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს. ძალოვანი სტრუქტურა დემონსტრანტებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს და ხელი არ შეუშალონ ანტი-ტერორისტულ ოპერაციას, - წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია ძალის გამოყენების უფლებას იტოვებს. სამართალდამცველები ამ დრომდე თავდამსხმელების ტყვეობაში რჩებიან. მათ შორის არიან პოლიციის უფროსის მოადგილეები.
თვდამსხმელები ოპოზიციის დაკავებული ლიდერის, - ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებასა და პრეზიედენტის გადადგომას მოითხოვენ.