სიახლეები
ჩელიკის დაკავება თურქეთში

თურქეთში, აჯანყებაში მონაწილე რამდენიმე მფრინავი დააკავეს

მათ შორის ალფ-არსლან ჩელიკია, რომელიც რუსული „სუ24-ის“ ჩამოგდების ოპერაციაში მონაწილეობდა.

ინფორმაციას გერმანული „ბლუმბერგი“, თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რუსული ავიამოიერიშე თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, თურქულმა ავიაციამ, გასული წლის ნოემბერში ჩამოაგდო.

ჩელიკის ექსტრადირების მოთხოვნა კრემლმა ოფიციალურ ანკარას უკვე გაუგზავნა, თუმცა სავარაუდოდ თურქეთის სამხედრო სასამართლო, მფრინავს აჯანყებაში მონაწილეობის გამო გაასამართლებს.

Print