„თუ პარლამენტი სიკვდილით დასჯის კანონ-პროექტს წარადგენს, მე მას აუცილებლად დავამტკიცებ“ - თურქეთის პრეზიდენტმა, დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, აჯანყებაში მონაწილე ყველა პირი პასუხს თურქი ერის წინაშე აგებს.
ერდოღანმა ტაქსიმის ახალი მეჩეთის აგებაც დააანონსა.
ქვეყნის მაშტაბით გრძელდება სამხედრო ნაწილებიდან დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები. საჯარისო შენაერთებიდან დაკარგული სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
შეგახსენებთ, საერთო ჯამში აჯანყებაში მონაწილეობისა და ხელშეწყობის ბრალდებით 20 ათასამდე ადამიანი დაკავებული ან პოსტიდან გათავისუფლებულია.
ამბოხებას 265 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათას 500-ზე მეტი კი დაშავდა.