სიახლეები
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება.


გიორგი კვირიკაშვილსა და მის თურქ კოლეგას შორის ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილება.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთში სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. რაც შეეხება თავად ვიზიტის მიზანს. ქვეყნის პრემიერი, მინისტრების უმრავლესობასთან ერთად, საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას ესწრება. ამ წუთებში კი ბინალი ილდირიმის ადმინისტრაციაში მედია ორი ქვეყნის პრემიერების ერთობლივ განცხადებას ელოდება.

 

Print