სიახლეები
ვითარება თურქეთში

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საპროცესო ქმედებები უკვე ცხრა ათასზე მეტ ეჭვმიტანილს შეეხო.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ საპროცესო ქმედებები უკვე ცხრა ათასზე მეტ ეჭვმიტანილს შეეხო.

როგორც მთავრობის აპარატში განაცხადეს  ნაწილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ზოგიერთ მათგანზე კი მკაცრი მეთვალყურეობაა დაწესებული.

ოფიციალურ დონეზე  უკვე  ადასტურებენ, რომ გამოძიების ჩატარების შემდეგ, მხოლოდ 80 პირი გაათავისუფლეს. პარალელურად, ფეტულაჰ გიულენის მოკავშირეობის გამო, სამსახურებიდან პედაგოგები, უნივერსიტეტისა და სხვადასხვა მედიასაშუალების თანამშრომლები დაითხოვეს. მოვლენების ამგვარად  განვითარების ფონზე  ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ დაგმო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა.

Print