სიახლეები
სპეცოპერაცია ბრიუსელში
ბელგიის დედაქალაქის ცენტრში პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს.

სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს მამაკაცს, რომელსაც შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდეს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს გრძელი ლაბადა აცვია, რომლიდანაც სავარაუდოდ სადენები ჩანს.

სპეცოპერაცია ლა-მონეს თეატრის წინ მდებარე მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე გამნაღმველები იმყოფებიან. ახლომდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ხალხი. ქუჩები ბლოკირებულია.

პოლიცია აცხადებს, რომ ვითარებას აკონტროლებს.

Print