არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ცვლილებას აპროტესტებენ, საუბარია წინასაარჩევნოდ კვალიფიციური სუბიეტქებისთვის სარეკლამო დროის გადანაწილების ახალ წესზე. ცვლილების დამტკიცებამდე უფასო სარეკლამო დროით სარგებლობა მხოლოდ ხუთ კვალიფიციურ სუბიექტს შეეძლო, თუმცა ცვლილებების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტების რაოდენობა 11 მდე გაიზარდა, სარეკლამო დროის ხანგრძლივობა კი იგივე დარჩა.