სიახლეები
უკრაინაში ცნობილი ჟურნალისიტ მოკლეს
უკრაინაში ცნობილი  ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა.

ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მართვის დროს ამოქმედდა.

გაზეთ „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტი გამოცემის დირექტორის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

მომხდარზე განცხადება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. ეროვნული პოლიციის უფროსის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისთვის ჟურნალისტ პაველ შერემეტის დაღუპვის საქმის გამოძიება ღირსების საკითხია. დაუყოვნებელი გამოძიების ბრძანება გასცა ქვეყნის პრეზიდენტმაც.

Print