სიახლეები
დაფინანსება "რუსთავის აზოტს"
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კომპანია „რუსთავის აზოტს" 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორის მიმართულებით, გაზის მონეტიზაციის ძალიან მსხვილ პროექტს ითვალისწინებს.

შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენელთან ერთად დაფინანსებული უპრეცენდენტოდ დიდი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელშეკრულება.

Print