ასეთი ზუსტად 73 დეპუტატია, მათ შორის არიან მმართველი პოლიტიკური გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. დავით ლორთქიფანიძე- ეკონომისტი,ალექსანდრე თამაზაშვილი - იურისტი,ლერი ხაბელოვი - იურისტი,შოთა ხაბარელი-იურისტი ამ დეპუტატებს VIII მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენიათ. ეს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად. ამის მიუხედავად ისინი დეპუტატობისთვის ბრძოლას ისევ აპირებენ.
პასიურ დეპუტატთა ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. როგორ გადანაწილება მანდატები ქართული ონცების გუნდზე - ეს იმ საარჩევნო სიაზეა დამოკიდებული, რომელიც ისევ გასაიდუმლოებულია. ძველი სახეებისთვის კი მთავარი აქტიურობაა.
ასე არ ფიქრობს გუნდის ლიდერი. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ კანონშემოქმედებითობა დეპუტატისთვის სავალდებულო არაა.
პასიურ პარლამენტართა შორის, მრავლად მოხვდენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
მათ შორის არიან ის დეპუატებიც, რომლებზეც უკვე ცნობილია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით იბრძოლებენ მათ შორის არიან გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი - პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ.