გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელის ერთ ნაწილთან მიმართებაში მოსამართლეების ხმები გაიყო, თუმცა ამას საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია. საქმის საბოლოო გადაწყეტილების მიღებაში ერთი მოსამართლე-მერაბ ტურავა არ მონაწილეობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს
ინფორმაციით, მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს საარჩევნო
კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის,
1101 მუხლის მე-3 - 42-ე პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს
კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 49-ე
მუხლის პირველ პუნქტთან და 50-ე მუხლის პირველ პუნქტთან
მიმართებით.
სადავო ნორმები
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის შესაქმნელი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქების საზღვრებს ადგენენ. ამასთანავე, განსაზღვრავენ
ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების რაოდენობას თბილისის, ქუთაისის,
ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში.