სიახლეები
დაკავება ქრთამის მიცემის ბრალდებით
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების

სამმართველოს და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ვეფხია შ. და 1971 წელს დაბადებული ბესიკ ბ. ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული ხე-ტყის რეალიზაციისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 200 ლარი შესთავაზეს.  გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

Print