სიახლეები
იგორ გიორგაძის საქმე

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი  იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნების საკითხსაც  გამოეხმაურა.

როგორც დავით უსუფაშვილმა გადაცემა მაესტროს ფაქტორში განაცხადა, იგორ გიორგაძესთან დაკავშირებით  ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღონ. უსუფაშვილმა ყველა  ქართველ ძებნილს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.

ინფორმაციას  იგორ გიორაძემ ადასტურებს.

მისი თქმით,  გადაწყვეტილება ინტერპოლის სამდივნომ მისი საქმის განხილვის შემდეგ მიიღო.  მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა აღდგეს.

 

Print