ქვეყნის უშიშროების სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ მკველელობის მიზანი უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობა იყო.
შესაძლო მოტივად შერემეტის პროფესიული საქმიანობა და პირადი მოტივებიც სახელდება.
არ გამორიცხავენ იმასაც, რომ სამიზნე შერემეტის მეუღლე, „უკრაინსკაია პრავდას“ ხელმძღვანელი ყოფილიყო.
თავის მხრივ ბრიუსელი და ვაშინგტონი ოფიციალურ კიევს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ამერიკული მხარე უკრაინას გამოძიებაში დახმარებასაც სთავაზობს.