ფეტულაჰ გიულენისთვის ექსტრადირების შესახებ არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ მიუმართავს.
განცხადებას მუსლიმი მქადაგებლის წარმომადგენლი აკეთებს.
ალფ ასლანდოღანმა თურქეტში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა, მისი თქმით რეჯებ ტაიპ ერდოღანის ხელისუფლება გიულენის მხარდამჭერებს 2014 წლიდან მოყოლებული ავიწროებს და აპატიმრებს.
დეპარტამენტს ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. მათ მიიღეს დოკუმენტი, თუმცა უწყებაში ეს ოფიციალურ დოკუმენტად ჯერ არ უღიარებიათ. ფეტულაჰ გიულენმა არაერთხელ აღნიშნა რომ განაგრძობს პროცესებზე დაკვირვებას და ქვეყანაში კანონის უზენაესობას მონიტორინგს გაუწევს. ის არასდროს დაუშვებს თურქი ხალხის პოლარიზაციასა და დაყოფას, არ გაქცევთ რეპრესიების ობიექტად“,- აცხადებს გიულენის პრეს-სპიკერი, ალფ ასლან დოღანი.
გიულენის პრეს სპიკერმა თურქეთში მიმდინარე პროცესებს პრე-გენოციდური ხანა უწოდა და ევროპაში ფაშიზმის ეპოქას შეადარა.