სიახლეები
სტოლტენბერგი თურქეთის შესახებ
თურქეთში მიმიდნარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება ნატოს გენერალური მდივანი.

იენს სტოლტენბერგის განმატებით, მიუხედავად სამხედრო ამბოხების მცდელობისა, ალიანსი არ მიიჩნევს, რომ ქვეყნის სამხედრო პოტენციალი შემცირდა. იენს სტოლტენბერგმა როიტერთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი ისევ რჩება ალიანსის ძლიერ მოკავშირედ. შეგახსენებთ, რომ ჩდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა.

იენს სტოლტენბერგი; ნატოს გენერალური მდივანი: თურქეთს უდიდესი და ძალიან ძლიერი ჯარი ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ თურქეთი როგორც ალიანსის ძლიერი წევრი მომავალშიც შეინარჩუნებს ამ სტატუსს. ეს ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ნატოს ძალები და ნატოს სტრუქტურა უსაფრთხო და დაცულია თურქეთში, განსაკუთღებით როცა საქმე ტერორისტული დაჯგუფება’ ’ისლამური სახელმწიფოს’’ წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით კოალიცია ბრძოლას აგრძელებს.

Print