აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად საკუთარი რიგებიდან ქალები გაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციის მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. ასევე, შეეცადნენ, კორდონის გარღვევას. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.
დაშავებულია 45, ხოლო დაკავებულია თითქმის 50-მდე ადამიანი. დემონსტრანტები ითხოვდნენ, რომ პოლიციის შენობაში მყოფი შეიარაღებული პირებისთვის საკვები არა პოლიციას, არამედ დეპუტატ ნიკოლ პაშინიანს მიეტანა.