მისი თქმით, ქირის ხელშეკრულების ვადა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მერიასთან გააფორმა უკვე ამოიწურა. საცხოვრებელი კი სადაც მანამდე ცხოვრობდა სტიქიის საშიშ ზონას მიეკუთვნება.
აზა ჯავოევას თქმით, მან დახმარების თხოვნით, რამდენჯერმე მიმართა სამთავრობო უწყებებს, თუმცა გამოხმაურებას ამდრომდე ელოდება.
სტიქიით დაზარალებული პაატა ბურჭულაძიის პარტიის წევრმა მერაბ მეტრეველმა მოინახულა.
გამგეობაში ამბობენ, რომ აღნიშნული ქონება დაუკანონებელია და მხოლოდ გაფორმების შემდეგ მოხდება მისი ბინით უზრუნველყოფა.