სიახლეები
ვითარება ერევანში
მორიგი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის.

ერევანში დილის 4 საათზე, პოლიციის შენობასთან ოპოზიციის აქტივისტები მივიდნენ და შენობაში შესვლა სცადეს. მათ საკვების შეტანა სურდათ იმ პირებისთვის, ვისაც შენობაში 4 მძევალი ამ დრომდე ჰყავს აყვანილი .

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ისმოდა სროლის ხმაც, შეტაკებისას 50 ადამიანი დაშავდა, ათობით ადამიანი კი დაკავებულია, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით აღიძრა.
Print