სიახლეები
გიორგი პაპუაშვილის განცხადება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს.

გიორგი პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა  ძირითადად, იმ მოსამართლეებზე მიმდინარეობს, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.

თუმცა რომელ საქმეებს გულისხმობს, პაპუაშვილს დღეს  არ დაუკონკრეტებია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  მზადყოფნას გამოთქვამს, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ისაუბროს.

Print