სიახლეები
იგორ გიორგაძის საქმე
იგორ გიორგაძეზე ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.

მისი ადვოკატის თქმით, მიზეზი ინტერპოლისთვის გადაგზავნილი საქმის მასალები გახდა. გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებებიდან გამომდინარე ინტერპოლმა დაასკვნა, რომ იგორ გიორგაძის მიმართ  პოლიტიკური დევნა ხორციელდება. თუმცა,   საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალურმა  სამდივნომ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ  გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი,  მის მიმართ შეწყდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა   იგორ გიორგაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის აღდგენას ცდილობს.

Print