რუსეთის სახელმწიფო დუმამ მთავრობას რეკომენდაციით უკვე მიმართა. რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
კრემლის პოზიცია გაუგებარია ქართული მხარისთვის. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში განმარტავს, რომ ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებულ სანქციებს საქართველო 2014 წელს შეუერთდა . რა მოლოდინია აქვთ საქართველოში და არის თუ არა შანსი, რომ 2006 წლის ემბარგო განმეორდეს.