ქუთაისის შემოვლით გზაზე დაშავებული მორაგბეები ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებენ მკურნალობას.
ქუთაისის შემოვლით გზაზე დაშავებული მორაგბეები ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებენ მკურნალობას.
როგორც მკურნალმა ექიმმა მაია რუხაძემ "მაესტროს" განუცხადა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ხოლო საქართველოს ჩემპიონის, "ლელოს" მორაგბე გიორგი ლომინაძე კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ავტოავარია გუშინ, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სავარუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.