მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქებაში პროგრესი შეიმჩნევა.
ასეთია მონიტორინგის პირველადი შედეგები.სამმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ:ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ,
ინტერნიუს საქართველომ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა საარჩევნო მედიამონიტორინგის პირველი 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.
მონიტორინგი 40-ზე მეტ მედიასაშუალებას შეეხო.
საარჩევნო მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. საბოლოო ანგარიში 2016 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.