გიორგი პაპუაშვილის მიერ გუშინ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის რეაგირებას მოახდენს. როდის მივა საგამოძიებო უწყებაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯერ ცნობილი არ არის, ასევე უცნობია შეხვდება თუ არა ის პრეზიდენტსა და პრემიერს. გიორგი პაპუაშვილის განცხადებას მოსამართლეებიც გამოეხმაურნენ, როგორც ისინი ამბობენ, თავმჯდომარის განცხადებასთნ დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.