სიახლეები
" ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარები ხელვაჩაურში
"ნაციონალურმა მოძრაობამ"
საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის
კანდიდატები წარადგინა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ"
საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის
კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებისთვის ბათუმში, მემედ აბაშიძის
ქუჩაზე, პარტიის ოფისის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები
შეიკრიბნენ, რომლებსაც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სიტყვით
მიმართა. აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა
ლევან ვარშამონიძემ კი ბათუმელებს კანდიდატები
წარუდგინა.
ბათუმიდან
საქართველოს პარლამენტში კენჭს იყრიან ქალაქის სამი ოლქიდან
კანდიდატები მირდატ ქამადაძე, გიორგი კირთაძე და თემურ დუმბაძე.
აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო
ჯინჭარაძე, ია აბულაძე იბრძოლებენ.