„სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველოს“- ქუთაისის პრაიმერის შედეგები ცნობილია.
მოსახლეობას ორ კანდიდატს შორის მოუწია არჩევანის გაკეთება. ესენია ნატო დანელია და ზაალ ხონელიძე,
47-ე ოლქში, გამარჯვება ნატო დანელიამ მოიპოვა. პრაიმერში 583-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. აქედან გამარჯვებულმა კანდიდატმა, - 311 ხმა მიიღო . კომისიამ 20 ბიულეტინი ბათილად სცნო.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამარჯვებულმა კანდიდატმა, მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა რომ , 8 ოქტომბრის არჩევნებშიც გამარჯვებას მოიპოვებს.