მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს "ნაციონალური მოძრაობა".
ამჯერად ლევან ვარშალომიძემ ამომრჩეველს, ბათუმის სამი ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და თემურ დუმბაძე - კენჭს საქართველოს პარლამენტში იყრიან.
აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი, ელგუჯა ბაგრატიონი, ნინო ჯინჭარაძე და ია აბულაძე იბრძოლებენ.
შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ მიმართეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი კი, ბათუმელებს უკრაინიდან ვიდეო მიმართვით მიესალმა.