სიახლეები
ქართული სულუგუნი რუსულ ბაზარზე
რუსეთში სულგუნის ექსპორტის დაწყების მიზნით, ქართულმა მხარემ „როს- სელხოზ-ნადზორსს “ თხოვნით მიმართა, ჩაატაროს ქართული რძის გადამამუშავებელი ქარხნების შემოწმება.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული უწყება ავრცელებს. „როსსელხოზნადზორის“ ცნობით, შესაბამისი ინიციატივით უწყებას    საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მიმართა.

ზურაბ  ჩეკურაშვილის თქმით, ყველის მწარმოებლებს , სულგუნის რუსულ ბაზარზე გატანის მაღალი დაინტერესება აქვთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, პოლიტიკური ბარიერები მოხსნილია და  გარკვეული ტექნიკური საკითხების  მოგვარების შემდეგ  შესაძლოა სულგუნის  ექსპორტი დაიწყოს.

Print