თავდაცვის მინისტრს, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დღეიდან უფლებამოსილება ეწურებათ.
ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელებს ამ დრომდე უცნობია, პრემიერმა რესპუბლიკელი მინისტრების, თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები, გათავისუფლების შესახებ 28 ივლისს, დააკამყოფილა. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერთან არ ყოფილა და ახალ კანდიდატებს გიორგი კვირიკაშვილი თავად დაასახელებს.