სიახლეები
ე.წ. კაბელების და გიგი უგულავას საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას და ე.წ კაბელების საქმის  განხილვა  გადაიდო.

მიზეზი    კვორუმის არარსებობა გახდა .   სასამართლოში    სამი  მოსამართლე, ქეთევან ერემაძე,  კონსტანტინე ვარძელაშვილი და მაია კოპალეიშვილი მივიდნენ.

დანარჩენები კი  სხდომაზე  არ გამოცხადდნენ,     სულ საკონსტიტუციო სასამართლოში  ცხრა მოსამართლეა.  იმისთვის, რომ სხდომა ჩატარდეს,   სულ მცირე  ექვსი  მოსამართლე უნდა გამოცხადდეს.

მომავალი სხდომის თარიღი ჯერჯერობით  უცნობია.

 

Print